“ნიკა მელია ხელახლა დააპატიმრა მოსამართლემ” – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
როგორც პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებობს რისკები, რომ მელია მტკიცებულებებს გაანადგურებსს, ან მიიმალება ან ახალ დანაშაულს ჩაიდენს, აქედან გამომდინარე, მისი კვლავ პატიმრობაში დატოვება მოითხოვეს.
ნიკა მელია ხელახლა დააპატიმრა მოსამართლემ, მაშინ, როდესაც მას უკვე კონკრეტული განაჩენით მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა და იგი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ვერსად მიიმალება და ვერც ახალ დანაშაულს ჩაიდენს. ეს არ გაითვალისწინა სასამართლომ, ვინაიდან, მას აქვს მითითება, რომ მელია 2-ჯერ უნდა იყოს პატიმრობაში. მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლე შვანგირაძე გამოძიებას გამოკითხულიც კი არ ჰყავს, არც დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული და როდესაც ბრალდება გულისხმობს მოსამართლის შეურაცხყოფას, გამოძიებას არ ჰყავს მთავარი საქმის მოწმე გამოკითხული და არ გვაქვს პოზიცია აღნიშნულ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. ამაზე მოსამართლემ თვალი დახუჭა და თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, – განაცხცადა გიორგი კოდნახაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან