ნიკა მელია – როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო და როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი, იბრძვი თავისუფლებისთვის

როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო და როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი. იბრძვი თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კოალიციის ოფისთან განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ პოლიცია იყო შესული.
როგორც მან აღნიშნა, ახლა ბრძოლაა გაჩაღებული, რომელიც გაგრძელდება.
„როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო, მე ბიძინა ივანიშვილი, ერთადერთი ამომრჩეველი ვარ და ან მიიღეთ ეს მოცემულობა, ან ქვეყნიდან წადი და როდესაც არც ამ მოცემულობას იღებ და არც ქვეყნიდან მიდიხარ, რა უნდა გააკეთო? როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი, იბრძვი თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლაა გაჩაღებული და ეს ბრძოლა გრძელდება“,- განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, სამართალდამცველები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისშია შესული და ჩხრეკას ატარებს, მათ შორის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „დროას“. პოლიციელები ასევე მისულები იყვნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს. დღესვე პოლიცია იყო შესული ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია