– იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, ვიდრე რეჟიმს დემოკრატიულად, სიმრავლით არ მოვგუდავთ

ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს, რომლებმაც სპორტის სასახლესთან გადაინაცვლეს.
მელიამ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
“მეგობრებო, მადლობა ამ სიმართლისთვის, ამ გამძლეობისთვის, ამ ჟინისთვის და ყოველ დღე, რითაც დავიწყეთ ეს პროცესი, ამით ვაგრძელებთ.
ყოველდღიურად იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, გვაწვიმს თუ არა, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ – ეს არის ამოცანა და მიზანი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია