ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა მელია: ,, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში,სიცოცხლისთვის იბრძვის”

ნიკა მელია: ,, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში,სიცოცხლისთვის იბრძვის”

კახეთში მომხდარი ავარიის შემდეგ, კოალიცია ,,ცვლილებების” ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია. ნიკა მელია ამ მძიმე ამბავზე წერს:
,,გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებძოლს, ელენეს და ანას.
გუშინ კახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც ცვლილებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოდა დაუღალავად.
გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში,სიცოცხლისთვის იბრძვის….
ამ ჭირში ახლა გამაგრება, ერთად და მყარად დგომა, გლოვა და თან ბრძოლა გვმართებს, ურთულესია ეს ყველაფერი…“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.