– ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე

ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე! შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება ,- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ “ახმეტელის მეტროსადგურთან” განაცხადა, საიდანაც -ს საელჩოს მიმართულებით “ერთობის მარში” გაიმართება სახელწოდებით: “მადლობა მეგობარს”.
როგორც მელიამ აღნიშნა, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგობრივ მოძრაობაშია.
“არაფერი განსხვავებული არ ხდება. ბრძოლა და წინააღმდეგობა იქნება შედეგის მიღწევამდე. შედეგი არის ქვეყანაში თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, სადაც არჩევითობა დაბრუნდება. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და არა ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება, სადაც ხალხი არაფრის გამოა დაკავებული, ცრუმოწმეები მრავლდებიან და მრავლდებიან, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ ჰგავს სახელმწიფო ინსტიტუტს, სახელმწიფო სამსახურში ყველა მუშაობს ერთი ადამიანის ნება-სურვილზე”,- აღნიშნა მელიამ.
რაც შეეხება “MEGOBARI აქტის” შესახებ დასმულ კითხვას, ნიკა მელიას თქმით, “მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო, დემოკრატიული წესწყობილება. ყველა საერთაშორისო პარტნიორი ამ პროცესში ქართველი ხალხის ნებას ეხმარება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია