ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა მელია ალენ ბერსეზე - ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს: „რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ. - პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები

ნიკა მელია ალენ ბერსეზე - ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს: „რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ. - პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დღევანდელი განცხადებები რეალობას მოწყვეტილ, ბიძინა ივანიშვილის „საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს“ ეხებოდა.
მელიას ამბობს, რომ ბერსეს მისი კოალიცია არ შეხვდა, რასაც კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.
„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი:
ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი.
დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. („რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ).
პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები“,- წერს მელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.