ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას ამჯერად მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის „შეურაცხყოფის“ გამო – მისთვის წყლის შესხმისთვის – დამატებით ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება დღეს, 15:00 საათზე გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ.
მელია აქამდეც პატიმრობაში იყო – სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.
ინციდენტი მოხდა 30 მაისს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მელიას კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმე განიხილებოდა.
„ადამიანს [მოსამართლეს] არ აინტერესებს, გატაცებული ვიყავი თუ არა, შუშის თვალებით იყურება. თანამონაწილე ხართ, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვა არ უჩნდება, ვინ გამიტაცა“, – თქვა მელიამ სასამართლო დარბაზში და ამის შემდეგ მოსამართლე შვანგირაძეს ბოთლით წყალი შეასხა.
ამ მიზეზით სხდომა შეწყდა, მოსამართლე შვანგირაძემ პროცესის განახლების შემდეგ თქვა, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას, გირაოს, პატიმრობით უცვლიდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხივე ლიდერი – ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – დაპატიმრებულია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?