ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესს არ ესწრება თავად ნიკა მელია. მან პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა.
მოსამართლემ დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასაკითხს პირთა სია, რომელიც დაცვის მხარემ სადავოდ გახადა და მათ გამოკვლევას მოითხოვს.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.