ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, საქმის მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს – პროცესი გადაიდო

წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო გასამართლებული ნიკა მელიას პროცესი გადაიდო. ადვოკატების განცხადებით, ისინი საქმის მასალებს და ბრალდების მხარის მიერ საქმეში ჩადებულ მტკიცებულებებს არ იცნობდნენ და სწორედ ამის საფუძველზე მოითხოვეს პროცესის გადადება, რაზეც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დათანხმდა.
მისივე ინფორმაციით, შემდეგი სხდომა 23 ივნისს გაიმართება:
ნიკა მელიას უკანონო გატაცება პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ საქმესთან. დღემდე დაცვის მხარეს არ გვაქვს არცერთი დოკუმენტი, რა დაედო საფუძვლად ნიკას დაკავებას და გატაცებას და არანაირი მტკიცებულება არ გასაჯაროვებულა და ადვოკატებს მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული მტკიცებულებები არ გადმოგვცემია. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას გაგვეარა ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციები და აქედან გამომდინარე მოვითხოვეთ ვადა, რომ მოგვცემოდა დრო შესავალი სიტყვის მოსამზადებლად. ეს გახდა საფუძველი, რომ პროცესი გადაიდო 23 ივნისს. ჩვენ მივმართეთ ყველა უწყებას, -ს, სახალხო დამცველს, გავაკეთეთ მასმედიით აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, რომ გასაჯაროვდეს კადრები, რომ გადმოგვეცეს საქმის მასალები, მაგრამ ორი კვირაა დაახლოებით გასული აღნიშნული უკანონო დაკავებიდან და დღემდე ჩვენ, დაცვის მხარეს ერთი დოკუმენტიც კი არ გადმოგვცემია – ამბობს მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.
23 ივნისს ბრალდების მხარე, პროცესზე მოწმე პოლიციელების გამოკითხვას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს