ნიკა მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა, მას პარტიის წევრად არ განვიხილავთ – თინა ბოკუჩავა

მ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა, მას პარტიის წევრად არ განვიხილავთ – თინა ბოკუჩავა
ნიკა მელიას მხრიდან მანიფესტზე უარი და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის კონტრშეთავაზების გაკეთება კონტრდოკუმენტის სახით არის მისი პოლიტიკური განაცხადი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ნიკა მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც არის ერთობის მანიფესტის ინიციატორი, ძალიან ცხადად განმარტა, რომ ვინც არ შეუერთდება ერთობის მანიფესტს და მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა. განცხადება გააკეთა ნიკა მელიამ, რომ ის არ უერთდება მანიფესტს, მეტიც, ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს კონტრშეთავაზება გაუკეთა რაღაც კონტრდოკუმენტის სახით, რაც, ვფიქრობ, ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან და ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინდელი შესაძლებლობა მან არ გამოიყენა, რომ ეს ერთობის დოკუმენტი მისთვისაც ყოფილიყო ახალი შესაძლებლობა, რათა ერთიანი ძალებით შევსულიყავით გეოპოლიტიკურ არჩევნებში. შესაბამისად, მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და არ განვიხილავთ მელიას პარტიის წევრად. ამ გადაწყვეტილების ფორმალიზების ნაწილში მე ვერ შევალ და არც შევალ, რადგან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ არის რაღაც ფორმალისტური, ტექნიკური და იურიდიული დეტალების საკითხი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მან თავად მიიღო“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
23 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და ს 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. ერთობის მანიფესტის შექმნის მიზნებზე საუბრისას „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მანიფესტი ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ნუგზარ წიკლაურის პარტიიდან ჩამოსაშორებლად გაკეთდა