არქივი27 ოქტომბერი, 2025, 16:44
ნიკა კვიტატიანის შემდეგ, სამართალდამცველებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი წევრი - თამთა გოგოლაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი წევრი - თამთა გოგოლაძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.
თამთა გოგოლაძის დაკავებაც, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ფაქტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, დღეს, პოლიციამ თამთა გოგოლაძემდე, აღნიშნული კოალიციის კიდევ ერთი წევრი ნიკა კვიტატიანი დააკავა. კვიტატიანის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.