ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა კვეკვესკირი ნირეგაზას ფეხბურთელია

ნიკა კვეკვესკირი ნირეგაზას ფეხბურთელია

ოფიციალურად – საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში, კერძოდ ნირეგაზა სპარტაკუსში გააგრძელებს. მას შემდეგ, რაც 32 წლის ფეხბურთელმა ლეხ პოზნანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, კვეკვესკირის დამატებას დინამო თბილისი და გორის დილა ცდილობდნენ, თუმცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კარიერის უნგრეთში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
კვეკვესკირმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ნირეგაზამ ტრანსფერი სულ რამდენიმე საათის წინ დაადასტურა. მხარეებს შორის 1 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.