არქივი23 იანვარი 2025, 18:43
ნიკა კაცია მოსამართლემ პატიომრობაში დატოვა

ჟურნალისტი ნიკა კაცია მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა. მას ექიმი გიორგი ახობაძის მსგავსად ნარკოდანაშაულს ედავებიან.
მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა და პროკურორის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
2024 წლის 7 დეკემბერს ნიკა კაცია დააკავეს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.