ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა კაციას დედა: ჩემ თავს ოპტიმიზმის უფლებას არ ვაძლევ... არ ვიცი, ხვალ, ამათ თავებში კიდევ რა ბინძური აზრები მოიხარშება

ნიკა კაციას დედა: ჩემ თავს ოპტიმიზმის უფლებას არ ვაძლევ... არ ვიცი, ხვალ, ამათ თავებში კიდევ რა ბინძური აზრები მოიხარშება

"ჩემ თავს ოპტიმიზმის უფლებას არ ვაძლევ... არ ვიცი, ხვალ, ამათ თავებში კიდევ რა ბინძური აზრები მოიხარშება" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას დედამ, მარინა აფციაურმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა მოხდეს და რომც მიუსაჯონ, სინდისის პატიმრები მაინც გარეთ იქნებიან. 

ჩემ თავს საერთოდაც ოპტიმიზმის უფლებას არ ვაძლევ, ჩავკეტე ეგ გრძნობა. ბოდიში ნიკასთან, მაგრამ არ ვიცი, ხვალ, ამათ თავებში კიდევ რა ბინძური აზრები მოიხარშება. ამიტომ ვფრთხილობ. რა თქმა უნდა, სურვილი უდიდესი მაქვს, ჩავეხუტო ჩემ შვილს. 

მე ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოსკენ მიდის უკვე ეს, დასკვნითი პროცესებია, რაც არ უნდა მოხდეს, რომც მიუსაჯონ ვიცი, რომ ყველა გარეთ იქნება, ყველას ჩავეხუტებით, ყველას მოვეფერებით. სულ ცოტაღა დაგვრჩა," - ამბობს მარინა აფციაური. 

ცნობისთვის, ნიკა კაციას დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.