ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა ელისაშვილი - 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებისთვის

ნიკა ელისაშვილი - 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებისთვის

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ვაზისუბანსა და ელიაზე მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და ისანში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
„შეხვედრები მეგობრული და კეთილგანწყობილი იყო. ამ ადამიანებისათვის აქტუალური საკითხები ჩემთვის უცხო არ არის, რადგან მეც აქ დავიბადე, გავიზარდე და დღესაც აქ ვცხოვრობ. შევთანხმდით, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.