ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გილაური საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხედვასა და რეფორმების გეგმას წარადგენს

ნიკა გილაური საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხედვასა და რეფორმების გეგმას წარადგენს

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი პარტნიორი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური, 5 ოქტომბერს, საჯარო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე ნიკა გილაური წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ ხედვასა და რეფორმების გეგმას.
„ახალგაზრდა ლიდერებთან, აკადემიურ და ბიზნეს წრეებთან ერთად გილაური განიხილავს შემდეგ საკითხებს: რა კონკრეტული რეფორმებია გასატარებელი ჩვენს ქვეყანაში? როგორი რეგიონალური და საგარეო პოლიტიკაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას და დღევანდელი გლობალური და რეგიონალური გადაწყობის პროცესიდან გამარჯვებული და წარმატებული გამოვიდეს“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.