ნიკა გვარამია – ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ავტორიტარიზმს ეშინია – ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც რეჟიმს აცოცხლებს

ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც რეჟიმს აცოცხლებს – ეს სისხლის სამართლის დანაშაული კი არ არის, [არამედ] ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ კოალიცია „ცვილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თბილისის გასასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ზოგადად ავტორიტარიზმს ეშინია.
„ეს ხალხი უნდა დავამთავროთ. ყველა ის გზა უნდა გადავკეტოთ, რომელზეც ასეთი სენსიტიურები არიან. თვითონ ამტკიცებენ სად სტკივათ, სადაც სტკივათ ყველგან ჩვენ ვიქნებით და უფრო მეტად ვატკენთ.
ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ზოგადად ავტორიტარიზმს ეშინია. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც ამ რეჟიმს აცოცხლებს. ეს სისხლის სამართლის დანაშაული კი არ არის, [არამედ] ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. როცა ეს ორი რამე ერთმანეთს უპირისპირდება, ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“