ნიკა გვარამია: ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვკითხულობ, არ ვიცი და მაინტერესებს: მართლა ასეთი წესია?

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, სოციალურ ქსელში წერს:
“რაც შეეხება საღებავის შესხმით გამოხატულ პროტესტს: პროტესტის ეფექტურობასა და ეფექტიანობას შორის პირველის არჩევა ყოველთვის შეცდომა მეგონა და ახლაც ასე მგონია. მარტივად გაზომვადი ამბავია: არავის სტალინის ჩამოკიდება არ მოწონებია, ღრმა მარგინალების გარდა. ახლა ამ ნებაყოფლობით თუ სოციალური პრესის შედეგად არმომწონებელთა უდიდეს ნაწილს შინაგანი არგუმენტი მიეცა (დაუბრუნდა), რომ სტალინის ფაქტორი განზე გადადოს, მისი დამკიდებელი მსხვერპლად გამოაცხადოს და საღებავის შემსხმელზე ილაპარაკოს და ლანძღოს. ეს შედეგი ზედაპირზეა და მარტივად განჭვრეტადი იყო.
ნამდვილად არ მგონია მატრონას და სტალინის სამებაში დაკიდება/არდაკიდების საკითხი იყოს იმგვარი, სადაც კანტის იმპერატივი იმოქმედებდა, რომ ქმედება უნდა იყოს განხორციელებისას სწორი და არა შედეგით შეფასდეს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, პროტესტის აზრი მის შედეგშია (ეფექტიანობა) და არა პროცესში (ეფექტურობა). ამ შემთხვევაში, სრულიად დარწმუნებული ვარ, პროტესტის არჩეული ფორმა კონტრეფექტურია და კომფორტის ზონაში აბრუნებს სამართლიანი საზოგადოებრივი აღშფოთების შედეგად კედელთან მიყენებულ სამარცხვინო მატრონისტებს.
ps ისე, ს თავსლაფდასხმული ეკლესია ვისაც წმინდანად აღიარებს, ის ქართული ეკლესიისთვისაც ავტომატურად წმინ? ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვკითხულობ, არ ვიცი და მაინტერესებს: მართლა ასეთი წესია? და თუ ეგეთი წესია, გუნდიაევის ბანდა პუტინის ბეატიფიკაციასაც მოახდენს და მაგ დროს რა ხდება – კანონიკური წინაპირობა იარსებებს პუტინის ხატის ქართულ ტაძრებში გამოფენისთვის?”

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი