„ქართულ ოცნებას“ – დანიშნეთ ახალი , ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით, მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია

დანიშნეთ ახალი , ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით. მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი სალომეა, ზურაბიშვილი. თქვენ კიდე კონსტიტუციური გადატრიალებით მოსული ხუნტა , – ასე მიმართავს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი “ქართულ ოცნებას”.
მიმართვა სოციალურ ქსელში გვარამიას პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
“ქოცებო, იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – ჩამოშლილები ხართ და ცერცვივით დაბნეულები. ყოველდღე უფრო და უფრო.
იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – ყოველდღე ათობით საჯარო მოხელეს (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირს) კარგავთ, მალე ასობით დაკარგავთ ყოველდღიურად.
იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – სანქციები არ აგცდებათ – ქონება, ანგარიშები, ბიზნესები, გადაადგილება – და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ისე ვერ გეღირსებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, აგრესიულ მომხრეებსაც კი, როგორც 2X2=4.
იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – ლარის კურსს ტაბლოებზე, ეკონომიკის საბაზისო ციფრებს, ფასებს და პროგნოზებს – ისე დატორტმანდება თქვენი წყალობით ქვეყანა, დაგღეჭავთ ხალხი (შესაძლოა, უარესიც).
იცით თქვენც და ვხედავთ ჩვენც – პარიებად და არალეგიტიმურად გაღიარათ ხალხმაც, უცხოელებმაც, მედიამ (უი, ხო, რ2 პირველი წაგექცევათ სულ მალე, მერე საზმაუ, ბოლოს იმედი, აბა postv-ს თქვენც კი არ უყურებთ), საშუალო ბიზნესები და უკვე მსხვილი ბიზნესები გამოდიან ნელ-ნელა ჩრდილიდან.
იცით თქვენც და გპირდებით ჩვენც – არავინ, არასდროს, არაფრის დიდებით არ შეგარჩენთ ამ ბოლო არჩევნებს და მერე თქვენ მიერ დატრიალებულ სისხლის კალოს.
ხო და ყველამ ყველაფერი იცით და ვიცით. უთხარით იმასაც და დანიშნეთ ახალი არჩევნები, ახალი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციით. მანამდე არც პარლამენტი არსებობს, არც მთავრობა და პრეზიდენტი სალომეა, ზურაბიშვილი. თქვენ კიდე კონსტიტუციური გადატრიალებით მოსული ხუნტა.
ასე რომ: დანიშნეთ”, – წერს გვარამია, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…