ნიკა გვარამია საარჩევნო ნომრის დაკარგვაზე – რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ – მთავარია, ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ

4 ნომერი დაგვიკარგავს “ახლებს” და 5 ნომერი დაუკარგავს “ნაციონალურ მოძრაობას” – ოღონდ აქვე ვკითხულობ: რა დროს ნომერია?- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტიის საარჩევნო ნომრების დაკარგვას.
როგორც გვარამიას “ფეისბუქზე” გავრცელებულ მისსავე წერილშია აღნიშნული, მთავარია, რომ ღირსება არ დაკარგეს.
მთავარია ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა რაღაც გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ“,- ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო