ნიკა გვარამია: როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად – უფლება არ გვაქვს, ეს ქვეყანა დავკარგოთ

როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა დავკარგოთ და ბიძინას წავაღებინოთ რუსეთში! – ასე მიმართა კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიას თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს.

მისივე თქმით, ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის და საქართველოში მცხოვრები საზოგადოება ირჩევს ევროპას.

„მივესალმებით რუსთაველიდან შემოერთებულ ხალხს. ძალიან მაგარი ამბავია, ბევრნი ვართ და ვფიქრობთ, როგორ გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. ბუნებრივია, რომ ჩვენი აქ ყოფნა არ გადაიხედება, ეს არის გამორიცხული. ჩვენ ხშირად გაგვიგია შეკითხვა – რატომ დაშალეთ მიტინგი? – მეგობრებო, არ დავშალეთ მიტინგი და ახლა ვართ აქ და ახლა თქვენ უნდა გვიპასუხოთ, როგორ არ დავშალოთ მიტინგი!

ჯეფერსონმა თქვა – “როცა ტირანია იქცევა კანონად, წინააღმდეგობა და აჯანყება არის ვალდებულება”. როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა დავკარგოთ და ბიძინას წავაღებინოთ რუსეთში! ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში!”, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!