ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს – იაგო ხვიჩია

ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, – განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.
ხვიჩია გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბარამიძის თემაზე მან საკუთარი პოზიცია გადაცემის დასაწყისშიც და ბოლოშიც გამოხატა.
„გვარამია რომ უნამუსო მატყუარაა, მგონი, ამ განცხადებითაც დასტურდება. ვინც ამ გადაცემას უყურეთ, ძალიან მარტივია მიხვდეს, თუ რა დონის ნაძირალა და უნამუსოა ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს. ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ გადაცემას და წაიკითხავდნენ ნიკა გვარამიას სტატუსს, მიხვდებიან, რომ ნიკა გვარამიამ ორმაგად მოიტყუა, ხმა არ ამოუღიაო, მაშინ, როდესაც მე გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან დავაფიქსირე ჩემი პოზიცია გია ბარამიძის თემაზე“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – „იგლ ჰილსის“ პროექტით საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, ამ პროექტის წინააღმდეგ შეკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება