: რა უნდა იყოს ჩემთვის ისეთი, რომ “ქოცებმა” გააკეთონ და გამიკვირდეს

თუ გირაოს შემიფარდებენ, გადავიხდი, ვნახოთ, რამდენი იქნება. რა უნდა იყოს ჩემთვის ისეთი, რომ “ქოცებმა” გააკეთონ და გამიკვირდეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, ის მზადაა ყველაფრისთვის.

“არ ვიქმნი მოლოდინებს, დადებითს ხომ მით უმეტეს. როგორც გავიგე, სავარაუდოდ, გირაო იქნება და პასპორტის ჩამორთმევა.

რას ვიზამთ, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, იმაზე ბევრი ნერვიულობა არ ღირს, მივიღებ, როგორც მოცემულობას. თუ ვერ ვივლი უცხოეთში, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, სხვა ივლის ჩემს ნაცვლად და ჩვენს მეგობრებს ხმას როგორმე მივაწვდენ.

თუ გირაოს შემიფარდებენ, გადავიხდი, ვნახოთ, რამდენი იქნება. რა უნდა იყოს ჩემთვის ისეთი, რომ “ქოცებმა” გააკეთონ და გამიკვირდეს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!