პრეზიდენტმა შეიწყალა და არა ქართველმა ხალხმა, ხალხისთვის ის ისევ კრიმინალია

“ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პრეზიდენტის მიერ უცხოეთის ბრძანების აღსრულებას და კრიმინალების შეწყალებას ქართული საზოგადოება იგივე განწყობით იღებს”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, უგულავა, მელია და გვარამია იგივე კრიმინალები არიან, როგორებიც იყვნენ.
“ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პრეზიდენტის მიერ უცხოეთის ბრძანების აღსრულებას და კრიმინალების შეწყალებას ქართული საზოგადოება იგივე განწყობით იღებს. უგულავაც, მელიაც და გვარამიაც იგივე კრიმინალები არიან, როგორებიც იყვნენ. უბრალოდ, ამ კრიმინალების ციხეში ყოფნა არ აწყობთ მათ ლობისტებს. მათ ხომ უამრავი კომპრომატი აქვთ საკუთარ უცხოელ “მეგობრებზე”. ვინ იცის, როდის უმტყუნებთ ნერვები? უცხოეთშიც კარგად იციან ბისმარკის სიტყვები – “რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები”. ჯერ-ჯერობით გენიოსობის არაფერი ეტყობათ დამკვეთებს, თუმცა ნამდვილად ცდილობენ. მაგრამ ქართველი ოპოზიციონერები რომ ფანატიკოსები არიან, ამას ყველა ვხედავთ. ხოლო, რაც შეეხება მათ ავაზაკობას, ეს ყველაზე მეტად ვიცით ქართველმა ხალხმა. როგორც ჩანს, ნიკა გვარამიასაც ჰგონია, რომ ის პრეზიდენტთან ერთად ქართველმა ხალხმაც შეუწყალა. არა, ხალხისთვის ის ისევ კრიმინალია და კრიმინალებს ხელისუფლებაში მოსვლის უფლებას არ აძლევენ”, – წერს ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ