ნიკა გვარამია ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ბოდვას“ უწოდებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია არსებობს, „არის ბოდვა“.
მისივე შეფასებით, სუს-ი, რომელიც დღეს „პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს“.
„რუსთავი 2- ის“ ინფორმაცია, თითქოს არსებობდეს რაღაც ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია, სადაც მე სუს-ის უფროსი ვარ, არის ბოდვა. მეტიც, ჩემი აზრით, ეს უწყება, რომელიც დღეს პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს და მისი კომპეტენციები გადანაწილდეს სხვადასხვა უწყებაში“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?