არქივი10 მაისი 2025, 16:05
ნიკა გვარამია: მხოლოდ ერთს ვიტყვი: მიშას მომხრეების დევნას, ქოცობის გარდა არაფერი სხვა არ ქვია

"მართალი ვთქვა, გუშინ არ შევსწრებივარ და ახლახან გავიგე სოცქსელებიდან სააკაშვილის პლაკატის გამო კონფლიქტის შესახებ.
ბევრს არ დავწერ, ჩემი პოზიცია მიშას უპირობო პოლიტპატიმრობაზე ისედაც ყველასთვის ცნობილია.
მხოლოდ ერთს ვიტყვი: მიშას მომხრეების დევნას, ქოცობის გარდა არაფერი სხვა არ ქვია. სულ რომ ბიძინას გადახაზული ფოტოთი დადიოდე, მაინც ქოცი ხარ, თუ ისედაც წლების განმავლობაში დევნილ ხალხს, საკუთარი აზრის გამოხატვას უკრძალავ, თან ლამის ძალადობის გამოყენებით.
ეს არც ევროპაა, არც ევროპული ფასეულობები და არც ევროპის დღის ზეიმზე არაა მოძალადე და სხვების პოზიციის აუტანლობით დაავადებული ხალხის ადგილი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.