, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ

ნიკა გვარამია, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ
მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როცა სააკაშვილი არ იყო აქ, – განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“.
კითხვაზე, რამდენად წაართმევენ და ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველს, უგულავამ უპასუხა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც ან ერთს, ან მეორეს მისცემს ხმას, მათი დიდი უმრავლესობა წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო.
„ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა. მოდი გულწრფელები ვიყოთ, 2012 წლიდან, რაც ნაცმოძრაობა ოპოზიციაშია, მათ შორის იმ პირობებში, როცა სააკაშვილი აქ არ იყო, ნიკა გვარამია ამ პარტიის [ნაციონალური მოძრაობის] მთავარი მოტორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა. ბოლო 5 წელი თავმჯდომარე იყო და თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული. ბოლო არჩევნებიდან რომ ავიღოთ, ქალაქის მერობის კანდიდატები, ძირითადი უმრავლესობა, სამი-ოთხი, ვინც წარმატებული იყო, მათ პარტია დატოვეს. წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან, ეს პარტიის პრობლემაა. გამოწვევები სხვადასხვაა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ 2 კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, მარინე გიორგის ასული ფერაძესავით გამოვა. ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ ექნებათ უფრო მეტად პრობლემა, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის დიდი პარტია და მას აქვს რეგენერირების უნარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
Previous: ალბანეთსა და უკრაინაში სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი “USAID” -თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინაციით, სრულად აკონტროლებს და ახორციელებს მართლმსაჯულებას

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში