ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია მის სასამართლო პროცესზე „პოპკორნით“ მივიდა

ნიკა გვარამია მის სასამართლო პროცესზე „პოპკორნით“ მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
მიზეზი გვარამიას მიერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას „პოპკორნის“ ჭამა გახდა.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე წესრიგისკენ მოუწოდა, რაზეც გვარამიას მხრიდან პასუხი მიიღო, რომ მას დიაბეტი აქვს და იძულებულია მიირთვას.
აღნიშნულის გამო მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.
ინფორმაციისთვის, დღევანდელ სხდომაზე გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე გვარამია არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.
ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ფოტო: მარიკა არევაძე

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.