ნიკა გვარამია: მთავარი, შეცდომების აღიარება, მათი გამოსწორება და ამ რთული გზის კვლავ გაგრძელებაა. სადამდე? – ბოლომდე!

ნიკა გვარამია:
გია ბარამიძის გვერდზე ვნახე მისი გულწრფელი ბოდიში და ამაზე მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა:
ადამიანები ბოდიშსაც მაშინ იხდიან, როცა შეცდომას უშვებენ და გვერდში დგომაც მაშინ სჭირდებათ, როცა ყველა უპირისპირდება ამ შეცდომის გამო. განსაკუთრებით სწორედ მაშინ, როცა ბრაზი სამართლიანია და თემა ძალიან მგრძნობიარე.
ბევრჯერ შეყრილა და გაყრილა ჩემი და გიას გზები, მაგრამ ამაში ნამდვილად არაა ადამიანური ურთიერთობების აზრი. გია წესიერი და კეთილი კაცია, და ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. ეს ჩემთვის ეჭვგარეშეა.
როცა დანამდვილებით ვიცი, რომ კაცს შეეშალა და არათუ ასე ფიქრობს, არამედ მთელი ცხოვრება იმისთვის იღწვის, რომ საპირისპირო დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს, აუცილებლად მიმაჩნია, სიმტკიცე ვუსურვო და გავამხნევო: ჩვენი ძალა არა უშეცდომობაში, არამედ შრომაში, კეთლისინდისიერებაში და სიყვარულშია (სამშობლოს, საზოგადოების, საქმის…). ამ რთულ გზაზე შეცდომებს ყველანი ვუშვებთ და ვერაფრით ვერ გამოვრიცხავთ. მთავარი, შეცდომების აღიარება, მათი გამოსწორება და ამ რთული გზის კვლავ გაგრძელებაა.
სადამდე? – ბოლომდე!
წარმატებები ყველა ქართველ პატრიოტს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ