ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია - მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა, ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით!

ნიკა გვარამია - მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა, ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით!

მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვარამია აღნიშნავს, არ ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, რისთვის იბრძვიან.
„მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ოღონდ, “გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით! კიდევ აქეთ რომ გვაწვებით იმათ, ვინც ერთადერთ სწორ, მაგრამ რთულ გადაწყვეტილებას ვიღებთ და ამის გამო ვრჩებით ფინანსების გარეშე და ლიდერებით ციხეში. არ გვეშინია ამ ამბის, ამოვძვრებით ამ მძიმე ვითარებიდან. არ გვეშინია, იმიტომ, რომ ვიცით, რისთვის ვიბრძვით: რეჟიმი უნდა დაემხოს!“ - წერს გვარამია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.