შევხედოთ, ჩემთვის სრულიად გაუგებარ ურთიერთგაშავების კამპანიას ოპოზიციაში, მარტო ალიანსში არა, ოპოზიციაში, მაგრამ განსაკუთრებით ალიანსის მიმართ და არამხოლოდ შიგნით ვგულისხმობ, სხვების განცხადებებსაც.
მეორე მხრივ, შევხედოთ პროტესტში რა ხდება – რაღაცა ურთიერთდაჭმა.
ასეთი რაღაცები, ურთიერთდამთხვევით დროში და თითქმის თემებშიც და მეთოდებშიც, არასდროს არ ხდება შემთხვევით. და კიდევ ერთი – ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით მომავლისთვის, არ შეიძლება წარსულში ჩაბრუნებული მზერით ვიყოთ მუდმივად. არ შეიძლება. ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს.
ალიანსში პროცესები რთულია. არავის არ ეგონა, რომ ცხოვრება მარტივი იქნებოდა, არც ახლა არ მგონია. მე ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, არის ის, რომ ალიანსი შენარჩუნდეს. ეს არის ჩემი ამოცანა. საფრთხე შექმნისთანავე იყო იმისი, რომ ვერ შენარჩუნებულიყო, იმიტომ, რომ უამრავი ისეთი ადამიანია, რომელიც იქ მოხვედრამდე, უბრალოდ გამარჯობას არ ეუბნებოდა ერთმანეთს,
მაგრამ თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში.




