ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია - თუ განაცხადი იქნება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არაა გამოხატული, მაშინ გუშინდელ არჩევნებს ქვეყანაში დელეგიტიმაცია გამოუცხადდება, ხოლო ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე

ნიკა გვარამია - თუ განაცხადი იქნება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არაა გამოხატული, მაშინ გუშინდელ არჩევნებს ქვეყანაში დელეგიტიმაცია გამოუცხადდება, ხოლო ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე

თუ განაცხადი იქნება, რომ არჩევნებში ხალხის ნება არაა გამოხატული, მაშინ გუშინდელ არჩევნებს ქვეყანაში დელეგიტიმაცია გამოუცხადდება, ხოლო ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გვარამიას თქმითვე, „გამორიცხულია, რომ კოალიციას პარლამენტში შესვლაზე ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს“.
„ხალხის ხმა იძლევა ლეგიტიმაციას და არა უცხოეთი, არა რომელიმე სხვა. ლეგიტიმაციის თუ დელეგიტიმაციის საკითხები წყდება შიგნით, ქვეყანაში. [ერთი ვარიანტია,] თუ ქართველი ხალხი განაცხადებს, რომ ამ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მათ ნებას, ან მეორე - რომ გამოვაცხადოთ, რომ გვჯერა, ამ ქვეყანაში ყოველი მეორე და კიდევ უფრო მეტი „ქოცია“. თუ განაცხადი იქნება პირველი, მაშინ ამ არჩევნებს ქვეყნის შიგნით დელეგიტიმაცია გამოუცხადდება და ხალხის ნება გამეორებული იქნება საერთაშორისო სარბიელზე. გამორიცხულია, რომ კოალიციას პარლამენტში შესვლაზე ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს და არავის ვურჩევ, რომ ინდივიდუალური პოზიციები ამგვარად გამოხატოს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.