ნიკა გვარამია – თავისუფლება მზიას, თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლოს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

თავისუფლება მზიას, თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლოს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილშია აღნიშნული.
როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, 2 აგვისტოს, 19:00-ზე ბათუმში „ევროპული მარში“ გაიმართება, რომლის მონაწილეები 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს უარს ეტყვიან.
„2 აგვისტოს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ბათუმში, ცენტრალური პარკის კოლონადებთან, საიდანაც ბათუმის ევროპული მარშით უარს ვიტყვით ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი რეჟიმის სპექტაკლში მონაწილეობაზე! ბათუმიდან უნდა ვაჩვენოთ ჩვენი გაუტეხლობა, სიმამაცე და თანმიმდევრულობა მიზნისკენ მიმავალ გზაზე! თავისუფლება მზიას, თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლოს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” ,- წერს ნიკა გვარამია წერილში, რომელიც მის Facebook-გვერდზე ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!