ნიკა გვარამია: “დატოვე ოთახი!”… რაც შოლცმა უქნა ორბანს, არის ერთადერთი სწორი გზა, როგორ უნდა ელაპარაკოს დასავლეთი …

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, გუშინ გამართულ ევროპული საბჭოს სამიტს ეხმაურება და ამბობს, რომ ის, რაც გერმანიის კანცლერმა უნგრეთის პრემიერთან მიმართებით გააკეთა, არის ერთადერთი სწორი გზა, თუ როგორ უნდა ელაპარაკოს დასავლეთი რუსული მოქმედების მოდუსის ავტოკრატებს.
“ის, რაც გუშინ შოლცმა უქნა ორბანს, არის ერთადერთი სწორი და გამართლებული გზა, თუ როგორ უნდა ელაპარაკოს დასავლეთი რუსული მოქმედების მოდუსის ავტოკრატებს. ამიტომაც დადგა წარმატებული შედეგი! არავითარი დიპლომატიური ენამოჩლექილობა, არამედ “დატოვე ოთახი”! მადლობა კანცლერ შოლცს ამისთვის! უპირველესად კი ახალი გეოპოლიტიკური ფორმულისთვის – ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე!” – წერს ნიკა გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს