არქივი4 მარტი, 2025, 14:46
ნიკა გვარამია: ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში - არაფრის მომცემი მოცემულობა, სიკვდილისთვის განწირული

"გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე:
ამ კაცს აქ მოკლავდნენ, მეგობრებო.
ეგ კაცი დისიდენტი პოლიტიკოსი არაა, მისი ბრძოლა გარედან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საქართველოში კიდევ ერთ პოლიტპატიმრად მოვლინება.
სანამ მის გამბედაობას და მსხვერპლშეწირვის უნარ-სურვილებს შევაფასებთ, თუ კიდევ რამე სხვა კრიტერიუმს ავიღებთ (ციხიდან დარტყმას რეჟიმზე და მსგავსს), ყველაზე მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდეთ: სამშობლო უნდა გადავარჩინოთ და ბიძინა გადავაგდოთ.
ბაჩიაშვილი გარეთ არის ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო ინსტრუმენტი. ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში - არაფრის მომცემი მოცემულობა, სიკვდილისთვის განწირული.
შედეგი, მეგობრებო, შედეგი. მოვეშვათ მორალისტობას. რა დროს ესაა," - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.