ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია: ...ამაზე კატასტროფული გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების სფეროში უბრალოდ წარმოუდგენელია!

ნიკა გვარამია: ...ამაზე კატასტროფული გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების სფეროში უბრალოდ წარმოუდგენელია!

"თუ მართლა ილიუნის და თსუ-ს გაერთიანებას გეგმავს რეჟიმი, ამაზე კატასტროფული გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების სფეროში უბრალოდ წარმოუდგენელია! 😡" - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია. 

„მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე. მოადგილე იქნება განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, კომისიის მდივანი — ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში“, — განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.