ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამიას განცხადებით, გუშინ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე მათი პარტიის წევრი, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე უკანონოდ დააკავეს

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გუშინ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე მათი პარტიის წევრი, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, მაია კალანდია უკანონოდ დააკავეს.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის მოითხოვს, რომ გაათავისუფლონ მაია კალანდია.
„ჩვენი პარტიის, „ახალის“ სახელით მინდა მოვითხოვო ჩვენი პარტიის წევრის, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, მაია კალანდიას თავისუფლება, რომელიც გუშინ ზუგდიდში ანტირუსულ აქციაზე უკანონოდ დააკავეს. მაია არის ამ ქვეყნის გამორჩეული მოქალაქე, დიდი პატრიოტი და ჩემი ახლო მეგობარი. მე ორმაგად მოტივირებული ვარ, მოვითხოვო მისი თავისუფლება. დაუყოვნებლივ გათავისუფლეს მაია და მის მიმართ შეწყდეს ამ ანტირუსული გამოსვლებით და მისი პოლიტიკური კუთვნილებით მოტივირებული დევნა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.