არქივი2 ივლისი 2024, 22:59
ნიდერლანდებმა რუმინეთს დამაჯერებლად სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდებმა რუმინეთი 3:0 დაამარცხა.
გაკპოს ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა - შეცვლაზე შესულმა მალენმა დუბლი შეასრულა.
6 ივლისს, მეოთხედფინალში ნიდერლანდები ავსტრიასა და თურქეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
რუმინეთი - ნიდერლანდები 0:3
გოლები: 0:1 გაკპო (20), 0:2 მალენი (83), 0:3 მალენი (90+3)
. გაკპომ მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძეს, მუსიალას და შრანცს დაეწია.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.