ნიდერლანდები უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვისთვის €250 მლნ-ს გამოყოფს
ნიდერლანდები უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენისთვის €250 მლნ-ს გამოყოფს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ხარკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
„ნიდერლანდები დაეხმარება ჩეხეთის ინიციატივას შეიძინოს 800 000 ჭურვი და ეს უახლოეს კვირებში მოხდება. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ €250 მლნ-ს გამოვყოფთ. დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები NATO-დან ამ პროცესში შემომიერთდებიან.
ასევე ვმუშაობთ F-16 თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე ჩავიდნენ, რათა უკრაინამ ჰაერში უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მესიჯი გასაგებია - მხარში ვუდგავართ უკრაინას”, - განაცხადა რუტემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.