არქივი30 მარტი, 2024, 10:27
ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს.
De Telegraaf-ის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.