ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – დონეცკის ოლქში „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ეჭვგარეშეა

დონეცკის ოლქში „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ეჭვგარეშეა, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა განაცხადა.
„მაშინაც კი, თუ ისინი ვერასდროს დაივიწყებენ, ისინი მშვიდობას იმსახურებენ. MH17-ის რეისის ჩამოგდებიდან თერთმეტი წლის შემდეგ, ეს მსხვერპლთა ახლობლებისთვის კვლავ აქტუალურია. დღეს, 298 ადამიანის, მათ შორის ნიდერლანდების 196 მოქალაქის ხსოვნას ვიგონებ“, – აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინეს.
შეგახსენებთ, 9 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინისა და ნიდერლანდების საჩივრების საფუძველზე 2022 წლის 24 თებერვლამდე და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებში დამნაშავედ ცნო, მათ შორის MH17-ის ჩამოგდების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“