ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიდერლანდების საგარეო მინისტრი - ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

ნიდერლანდების საგარეო მინისტრი - ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი რეფორმების გზაზე, - ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპერ ველდკამპი უკრაინაში მიღებულ კანონს, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებებს ზღუდავს.
კასპერ ველდკამპის თქმით, უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების შეზღუდვა მნიშვნელოვანი უკან დახევა იქნება.
„ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა და კანონის უზენაესობის სფეროში პროგრესის გაგრძელება მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“, - წერს ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, დღეს უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.