ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიდერლანდების პრემიერი - მხარს ვუჭერთ ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა რეკომენდაციას, რომელიც კომისიამ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით გასცა ევროპული საბჭოს ამ სამიტისთვის, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.
„მე და ჩემი კოლეგები ბევრს ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ როგორც გაფართოებასთან დაკავშირებით მომავალ ნაბიჯებზე, ასევე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის საკითხზე. ორივე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.