ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - უკრაინის სამხედრო დახმარებას შეზღუდვები არ უნდა ჰქონდეს

უკრაინის სამხედრო დახმარებას შეზღუდვები არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა ტელეარხ NOS-ის ეთერში განაცხადა.
ლონგრენის თქმით, „როდესაც საუბარია… ჩვეულებრივ შეიარაღებაზე, წვრთნებსა და სათადარიგო ნაწილებზე, ვთვლი, რომ არანაირი შეზღუდვები არ უნდა იყოს.” მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის მომავალშიც მხარდაჭერა.
„ვთვლი, რომ ევოლუცია განვიცადეთ იმაში, თუ როგორ ვშვრებით ამას. [იარაღის] მიწოდება დავიწყეთ საკუთარი საწყობებიდან, ახლა კი სხვა ქვეყნებთან და მრეწველობებთან თანამშრომლობაში ვშვრებით ამას, ვინაიდან ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი მარაგების შენარჩუნება”, - განაცხადა ოლონგრენმა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებით მოიგებს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ნიდერლანდების უსაფრთხოებაც, ვინაიდან ამსერდამი - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრია - აღარ არის ფართომასშტაბიანი ომისგან დაზღვეული.
ცნობისთვის, 5 თებერვალს ოლონგრენმა განაცხადა, რომ მისი უწყება უკრაინისთვის კიდევ 6 F-16 თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება. ამდაგვარ ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის დაპირებული F-16 თვითმფრინავების საერთო რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.