ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიდერლანდებისა და პოლონეთის საგარეო მინისტრებმა საქართველოში ორბანის ვიზიტი გააკრიტიკეს

ნიდერლანდებისა და პოლონეთის საგარეო მინისტრებმა საქართველოში ორბანის ვიზიტი გააკრიტიკეს

ნიდერლანდებისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი გააკრიტიკეს. განცხადებები მათ 28 ოქტომბერს გააკეთს.
ნიდერლანდელმა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა გააკრიტიკა როგორც საქართველოში ჩატარებული არჩევნების, ისე უნგრეთის პრემიერმინისტრის გეგმა ეწვიოს თბილისს.
ველდკამპმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, საარჩევნო დარღვევების შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს გადახედოს.
ბრედაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ველდკამპმა სოლიდარობა გამოხატა პროევროპულად განწყობილ ქართველების მიმართ. პოლონელმა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გაიზიარა აღნიშნული განწყობები და არჩევნებს "არასრულად დემოკრატიული" უწოდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ორბანის ვიზიტი არასწორ გზავნილის მიმცემია.
"როგორც ჩანს, ვიქტორი ლენინი ორდენისკენ მიისწრაფვის. უფრო შესაფერის ჯილდოს ვერ მოვიფიქრებ", - თქვა სიკორსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.