ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიგერიის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს ბიუჯეტის ფულით უცხოეთში მოგზაურობა აუკრძალა

ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ მთავრობის წევრებისთვის ბიუჯეტის ფულით უცხოეთში მოგზაურობა აკრძალა. აკრძალვა თავდაპირველად სამი თვის განმავლობაში 1-ლი აპრილიდან იმოქმედებს. ინფორმაცია ამის შესახებ ბოლა ტინუბუს აპარატის უფროსმა გაავრცელა.
ნიგერიის პრეზიდენტის აპარატის უფროსის თქმით, ქვეყანაში იზრდება შეშფოთება მთავრობის წევრების მიერ უცხოეთში მოგზაურობაში დახარჯული ბიუჯეტის ფულის გამო. ბოლო დროს ნიგერიაში უცხოეთში ვიზიტების გამო კრიტიკის ობიექტია პრეზიდენტი ტინუბუს ადმინისტრაცია. თავად პრეზიდენტი ბოლა ტინუბუ 2023 წლის მაისიდან დღემდე ქვეყნის საზღვრებს გარეთ 15 ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც 2.2 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.
2024 წლის იანვარში ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ მთავრობის, მათ შორის საკუთარი, უცხოეთში მოგზაურობის ხარჯები 60%-ით შეამცირა. 2024 წლის აპრილიდან ნიგერიის მთავრობის წევრებს მხოლოდ "გადაუდებელი აუცილებლობის" შემთხვევაში შეეძლებათ ნიგერიის დატოვება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.