ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიგერიის პრეზიდენტმა გატაცებული სკოლის მოსწავლის დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა

ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა აჰმედ ტინუბუმ 300-მდე გატაცებული სკოლის მოსწავლის დასახსნელად შეიარაღებული ძალები გაგზავნა.
შეიარაღებულმა პირებმა 7 მარტს ნიგერიაში სკოლიდან 300-მდე მოსწავლე გაიტაცეს. ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ბოლო კვირაში ეს სტუდენტების მასობრივი გატაცების მეორე შემთხვევაა.
ქვეყანაში სკოლებიდან ბავშვების გატაცება ხშირია და პრობლემურ საკითხად მას შემდეგ იქცა, რაც 2014 წელს ისლამისტმა ექსტრემისტებმა ნიგერიის ერთ-ერთი სოფლიდან 200 სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ Associated Press-თან განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა სკოლა ალყაში დილის 8 საათზე მოაქციეს. უსაფრთხოების ძალები ადგილზე რამდენიმე საათში გუბერნატორთან ერთად გამოჩნდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ჯგუფს აუღია. მანამდე, რამდენიმე დღის წინ, ექსტრემისტებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში 200 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, გაიტაცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.