ნელ-ნელა ოპოზიციის ნაწილი ეგუება რეალობას და ცდილობს გრძელვადიანი ოთხწლიანი გეგმა შეიმუშაოს 2028 წლის არჩევნებისთვის – ვლადიმერ ბოჟაძე

ისეთი საბჭოს შექმნა, რომელსაც არანაირი შედეგი და ეფექტი არ ექნება არის სწორედ დაპირისპირების მიზეზი, მათ შორის ოპოზიციაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ სალომე ზურაბიშვილი განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება.
„ასეთი საბჭოს შექმნა, რომელსაც არანაირი შედეგი და ეფექტი არ ექნება არის სწორედ დაპირისპირების მიზეზი, მათ შორის ოპოზიციაში. ახლა ოპოზიცია ვერ ყალიბდება როგორც ჩანს. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ როგორმე აიძულოს ხელისუფლება ბრჭყალებში დანიშნოს არჩევნები, თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები არ იქნება 2028 წლამდე. როგორც ჩანს, ახლა ოპოზიციის ნაწილი ნელ-ნელა ეგუება რეალობასაც და ცდილობს გრძელვადიანი, ოთხწლიანი გეგმა შეიმუშაოს, როგორ მოემზადოს უფრო უკეთესად 2028 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში