არქივი25 თებერვალი, 2025, 16:52
ნეიმარი "სანტოსში" შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალამდე დარჩეს

"სანტოსის" პრეზიდენტის მარსელო ტეიშეირას განცხადებით, შესაძლოა, კლუბის ვარსკვლავი ნეიმარი მათ რიგებში მოსალოდნელზე დიდხანს დარჩეს.
"ნეიმარის მოსვლის შემდეგ, ჩვენი ფანების რიცხვი გაიზარდა. ჩვენ ამის გამო ძალიან მადლობელნი ვართ. თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ დიდი ალბათობით ჩვენი თანამშრომლობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გაგრძელდება", - განაცხადა ტეშეირამ.
33 წლის შემტევი მშობლიურ კლუბს ამა წლის იანვარში დაუბრუნდა და 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. მან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.