ნეთანიაჰუ: ღაზაში ოპერაცია სუსტდება, მაგრამ შემდეგი ომი ლიბანთან შეიძლება იყოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 24 ივნისს განაცხადა, რომ ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) წინააღმდეგ საომარი მოქმედების მიმდინარე ფაზა სუსტდება, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ ისრაელი დამატებით ძალებს გააგზავნის თავის ჩრდილოეთ საზღვართან იმისთვის, რომ წინ აღუდგნენ ლიბანის ჰეზბოლას.
ამ კომენტარიდან ჩანს, რომ დაძაბულობა შეიძლება გაიზარდოს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.
ნეთანიაჰუმ ამასთან განაცხადა, რომ ღაზაში ომს ბოლო არ უჩანს.
შარშან 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის მეომრები ისრაელს დაესხნენ თავს სასაზღვრო არეალში, რასაც 1200-მდე პირი ემსხვერპლა და 250 მძევლად აიყვანეს, ისრაელი აწარმოებს ომს ღაზის სექტორში ჰამასის განადგურებას მიზნით. პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის ოპერაციას 37 ათასი ადამიანი შეეწირა. ღაზის სექტორში განადგურდა ინფრასტრუქტურა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს